вторник, 8 июня 2010 г.





































1. პროეპრქტის სახელი: ,,სკაუტები"

2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: სწავლა და დასვენება. გასვლითი გაკვეთილები.

3. პტოექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს უჭირთ ასტრინომიის სწავლა, თვალსაჩინეობა მხოლოდინტერნეტით მიეწოდებათ, რაც დიდ დაინტერესებას არ იწვევს, ბუნდოვანია მათთვის გლობალური დათბობა, ოზონის შრე, პლანეთების მოძრაობა და ბუნების კატაკლიზმების, ეკოლოგიური კვლევა.

მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ არდადეგების დროს შემეცნებითი დასვენება აბასთუმანში. მოსწავლეს აბასთუმანში ჰყავს ნათესავი, რომელიც იქნება ჩვენი მიმღები ოჯახი. ჩემი პირადი ურთიერთობებით მოვაწესრიგებ აბასთუმანის ობსერვატორიაში მოსწავლეთათვის მეგზურობის გაწევას და დაგეგმილი საქმიანობების სრულყოფაში მოსაყვანად ობსერვატორიის თანამშრომლების დახმარებას.მოეწყობა გაცნობისა და ბოლოს გამომშვიდობების საღამო, ლაშქრობა, აბასთუმნის შემოგარენის დასუფთავება, დაათვალიერებენ ბორჯომს. ყოველი დღის ბოლოს იმსჯელებენ: რა საქმიანობა მოეწონათბ და რა გა უძნელდათ, ექნებათ თვითმონიტორინგი, აწარმოებენ დღიურებს, დაამუშავებენ შესრულებულ საქმიანობებს ელექტრონულად. მოძუებული ინფორმაციით პროექტის მონაწილეები შექმნიან ბლოგს, რომელიც სისტემატიურად განახლებადი აქნება, ექნება ფორუმი, რომელზეც მიიღებენ სხვათა კომენტერებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს,რი;აც პროექტი თანდათან დაივეწება.

პროექტის დასასრულს იქნება საჯარო პრეზენტაცია კორმაღლის საჯარო სკოლაში თემის, საზოგადოების, რესურცენტრისა და რაიონის ხელმძღვანელობის წინაშე, მოწვეული იქნებიან: აბას;უმნის სკოლის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი ტელევიზია.

4.მონაწილეთა აღწერა: იმუშავებს და დაისვენებს ჩვენი სკოლის 12 მოსწავლე, 3 მასწავლებელი და 4 აბათუმნის ევგენი ხარაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე.

5.ვადები/ხანგრძლივობა: 12 დღე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები:

1 სექცია: ფიზიკა/ასტრონომია.

საქმიანობები:

ცის თაღის კვლევა და ტელესკოპით მუშაობა.

მზე–დედამიწის კავშირები.

იუპიტერის მაგნიტოსფეროს კვლევა.

რომელიმე პლანეტის ორბიტის კვლევა მისი მათემატიკური პარამეტრების მიხედვით.

ქართული ვარსკვლავები გალაქტიკაში.

ობსერვატორიის თანამშრომელთა მიერ ლექცია/სემინარების ჩატარება.

2 სექციაგეოგრაფია:

საქმიანობები: აბასთუმნის ფიზიკური დახასიათება.(კლიმატი, ნიადაგი, ფლორა, ფაუნა, მდებარეობა,საზღვრები ).

გეოგრაფიული დახასიათება, ჰიდროგრაფია.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი აბასთუმნის რუკის და კოსმოსიდან გადაღებული რუკების და ხედების პრეზენტაცია.

გლობალური დათბობა, ბუნების კატაკლიზმების და სტიქიური მოვლენების კვლევა.

ამინდის პროგნოზის კვლევა ობსერვატორიაში.

3 სექცია– ბიოლოგია/ფარმაცია/ეკილოგია.

საქმიანობები:

მოიპოვებენ ხალხური მედიცინის უნიკალურ სმკურნალო რეცეპტებს(ნაძვის გირჩის მურაბა და სხვ) და მათ და ნიშნულებას.

აიღებენ ინტერვიუს ავადმყოფებიდან და სანტორიუმის მედპერსონაიდან.

4 სექცია– სტატისტიკა/მათემატიკა/ისტ.

საქმიანობები:

მზის გრავიტაციიდან გამომდინარე პლანეტების ორბიტების ცვლილება.

რომელიმე პლანეტის ორბირის კვლევა მათემატიკური მახასიათებლების მიხედვით.

გააკეთებენ: დაავადებულთა სტატისტიკას.

მოსახლეობის ზრდა/კლების დინამიკას.

დამსვენებელთა რაოდენობის დინამიკას.

აწარმოებენ კვლევას: ადგილობრივი მოსხლეობის სოციალური ფონი, სტატისტიკა (ოჯახური ბიზნესისა და თვითდასაქმებულთა სტატისტიკური ნალიზი).

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

1 სექციის შედეგები/პროდუქტები: გამოკვლეული ექნებათ ცის თაღი, ექნებათ ჩანაწერები, ვიდეოფირი, ქართული პლანეტების სურათი ტელესკოპით გადაღებული, ერთ–ერთი პლანეტა/ვარსკვლავის ორბიტის კვლევის შედეგები.

2 სექციის შედეგები/პროდუქტები: ექნებათ პრეზენტაცია მათივე შექმნილი პროდუქტებისა: ჰეტბარიუმი, მათი შექმნილი რუკა აბასთუმნის ღირსშესანიშნაობებით და კოსმოსიდან გადაღებული სურათით.

3 სექციის შედეგები/პროდუქტები: ექნებათ უნიკალური სამკურნალო მურაბების რეცეპტები, ნაძვის მტვერი, ჩაწერილი ინტერვიუები.

4 სექციის შედეგები/პროდუქტები: ექნებათ პრეზენტაცია სტატისტიკური კვლევის ბლიკსქემებისა და დიარამების. შექმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს, ბლოგს, DVD ვერსიებს, ელექტრონულ გაზეთს და გამოუშვებენ ბუკლეტებს.

8.სარგებელი სხვებისათვის: პროექტის მონაწილეების მიერ შექმნილი რესურსები მრავალჯერადი გამოყენებისაა. ელექტრონილი ვერსიები და პრეზენტაციები გამოყენებული იქნება გაკვეთილებზე, როგორც ჩვენს სკოლაში, ასევე აღნიშნულით სარგებლიბა შეეძლებათ სხვა სკოლებსაც.

პროექტით მიღებული განათლება მდგრადია და განვითარებადი, მისი ერთგვრი გაგრძელება იქნება მეორე პტოექტი, რომელიც შეისწავლის ერთ–ერთ ზღვისპირა კურორტში ბიზნესის განვითარებასა და ეკოლოგიურ საკითხებს.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: პროექტში მონაწილეობას მიიღებს აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ კავშირი: პროექტი ინტეგრირებულია . საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და გოგრფია.

ისტ.3.1. იყენებს ისტ–ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებიი პროცესის წასახალისბლად.

4.2. იყენებს განსხვავებულ ფორმატს მის მიერ შექმნილი ინფორმაციის საზოგადოებასთან გაცვლის მიზნით.

6.1. იყენებს ისტ–ის საშულებებსა და ელექტრონულ ფორმატში არსებულ ინფორმაციას პრობლემების გადაჭრისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისას/არჩევანის გაკეთებისას.

მთემატიკა X.16. მოსწავლე იყენებს სტატისტიკურ და ალბათურ ცნებებს/თვალსაზრისებს ყოველდღიურ ვითარებაში.

XI. 13. მოსწავლე წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრეტაციას.

XI.15.მოსწავლე აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს.

ბუნება. X.1. განსაზღვრავს კვლევის საგანს და მისი შესწვლის ეტაპებს, იკვლევს ეკილოგიურ ფაქტორების ზეგავლენას ეკოსისტემის ფორმირებაზე.

X.22. მოსწავლე ობიექტის ან მოვლენის შესასწვლად მოიპოვებს მონაცემებს ექსპერიმენტის სშუალებით.

გეოგრაფია X.4.1. საველე პირობებში მოპოვებული მასალების და არსებული სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე მოსწავლე ადგენს გრაფიკებს,დიაგრმებს,ცხრილებს, რუკებს, დაურთავს თავის ნაშრომს მასალის უყკეთ აღსაქმელად.

12.პროექტის ფასილიტატორი: შორენა გიორგაძე

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: shoshgiorgadze@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: shorenagiorgadzeblogspot.com